💣 ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სხვანაირი საჩუქრების ონლაინ მაღაზია. რომელიღაც მშვენიერ დღეს კი ეს საიტი ნამდვილად შეიქმნა.
ჩვენი მიზანი არ არის დავიპყროთ ბაზრის 90% ან გამდიდრების შემდეგ პოლიტიკაში გავიქცეთ ენაზე მომდგარი დაპირებებით. ჩვენ გვამოძრავებს უბრალო ფილოსოფია, რომელიც შედგება სამი სიტყვისგან: გაართე, გააოცე, გააცინე.
შესაბამისად ჩვენი თითოეული პროდუქტი თუ ვოლზე დადებული პოსტი ემსახურება ამ ფილოსოფიას. ამიტომ გვსურს ვიმეგობროთ ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც უყვართ სხვისი გართობა, გაოცება ან გაცინება.