Uncategorized

5 საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ სტუმრობისას აჩუქოთ

5 საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ სტუმრობისას აჩუქოთ.

საჩუქრის შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია. მით უმეტეს, თუ არც ისე ახლო ადამიანთან ხართ სტუმრად მისასვლელი. ეს შეიძლება იყოს ახალი თანამშრომელი, რომელმაც დაბადების დღეზე დაგპატიჟა ან მეგობრის მეგობარი, რომელმაც ახალი ბინა შეიძინა და უცებ შენი დაპატიჟებაც გადაწყვიტა აღსანიშნად. სხვა ბევრი მაგალითის მოყვანაც შეიძლება, როცა წარმოდგენა არ გაქვს რა ინტერესები აქვს ადრესატს და მასთან სახლში გიწევს სტუმრობა.

ჩვენ დაგეხმარებით გირიოთ ზოგადი, თუმცა განსხვავებული ან კრეატიული საჩუქრები, რომელიც წესით ადრესატს გულგრილს არ დატოვებს.

მთავარი კრიტერიუმად შეგვიძლია ავირჩიოთ სახლი ან ბინა და ისეთი რამ რაც ინტერიერში ლამაზად ჩაჯდება.

აბა, დავიწყოთ:

 

  1. მერკური სანათი დამატენიანებლით

მერკურის ფორმის სანათი, რომელიც ძალიან ლამაზად ჯდება ინტერიერში და დამატებით აქვს პრაქტიკული დანიშნულება, შეუძლია ოთახის დატენიანება. მოსახმარად ძალიან მარტივია და ერთდერთი რაც სჭირდება, წყლის დამატებაა. მოყვება პულტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფერების შეცვლა.

 

2. დალის საათი

ერთი შეხედვით შეიძლება სპეციფიკურ საჩუქრად მოგეჩვენოთ, თუმცა არა მგონია არსებობდეს ვინმე ვინც დალის შემოქმედებას ზედაპირულად მაინც არ იცნობდეს და გულგრილი იყოს მის მიმართ. ეს საჩუქარი ინტერიერის განუყოფელი ნაწილი ხდება ხოლმე და თან თქვენს სტატუსსაც გაუსვამს ხაზს, როგორც ხელოვნების მოყვარულს.

 

3. მნათობი ნატვრის ხე

აქ ვიზუალი ყველაფერს ამბობს. თუმცა დავამატებდით იმას, რომ ეს საჩუქარი მეტად შესაბამისა მათთვის, ვისაც აქვს წიგნების კუთხე ან სამუშაო მაგიდა. ამ საჩუქარს შეუმჩნეველს ვერ დატოვებს ვერავინ და თქვენც იმ სახლში ხშირად გახსენებენ, რა თქამ უნდა, დადებით კონტექსტში.

 

4. მაგნიტური ქვიშის საათი

ზოგადი, თუმცა საკმაოდ კრეატიული საჩუქარი. მისწრება საჩუქარი თუ ჰყავთ სკოლის მოსწავლე ბავშვი ან აქვთ სამუშაო მაგიდა, რადგან მუშაობისას ან სწავლისას საკმაოდ დამამშვიდებელი უნარი აქვს.

 

5. დამატენიანებელი ფერადი ნათებით

სახლის მეპატრონეს მანქანაც თუ ჰყავს, ხო მთლად მისწრება საჩუქარია. გარდა სილამაზისა, ამ დამატენიანებელში შეიძლება სურნელოვანი ზეთის ჩასხმა და გამოყენება როგორც ოთახში, ასევე ავტომობილში.

იმედი გვაქვს ცოტათი მაინც წაგადგებათ ჩვენი რჩევები და დაგეხმარებათ ზუსტად ისეთი საჩუქარი შეარჩიოთ სტუმრობისას, რომელიც სასურველ შთაბეჭდილებას მოახდენს.

დანარჩენი კი იხილეთ ყველაზე სხვანაირი საჩუქრების საიტზე: www.oinbuzz.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.